You need an Adobe Flash Player to access this site.

Download Adobe Flash Plug-In
სიახლეები >> ახალი ამბები
წელი
რაჭაში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია
1 სექტემბერი
რაჭაში სოფელ ჭიორასთან, მოწალულის ხეობაში, ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა, მაგრამ ამ დროისთვის მთავარი კერები ლოკალიზებულია. ხანძარი დაახლოებით 7 ჰექტარზე გავრცელდა და იშვიათი ჯიშის წიწვოვანი ხეები დაიწვა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.
გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ განხორციელებული დევნის შემფერხებელი სამი ეჭვმიტანილი დაკავებულია
31 აგვისტო
გარემოს დაცვის ინსპექციის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს თანამშრომლებმა ბორჯომის რაიონის დაბა ახალდაბის ტერიტორიაზე თბილისის მიმართულებით მოძრავი უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-ტყის მასალით დატვირთული ავტომანქანა ,,რაფი" შენიშნა. ამავე გზაზე მოძრავმა ავტომანქანა ,,გოლფმა", რომელშიც უკანონო ხე-ტყის ფლობელები ისხდნენ, გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ განხორციელებული დევნა შეაფერხა.
გოგა ხაჩიძე ჟენევაში „ურბანულ გარემოში უსაფრთხო გადაადგილების დანერგვის ხელშეწყობის” კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
31 აგვისტო
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე ჟენევაში გაემგზავრა, სადაც „ურბანულ გარემოში უსაფრთხო გადაადგილების დანერგვის ხელშეწყობის” შესახებ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრის მიზანია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კოორდინაციით ბათუმში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
ფარავნის ტბასთან კავკასიური ფიჭვის ტყე გაშენდება
27 აგვისტო
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც დაბა ფოკაში ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა.
შვედეთის ბირთულ მარეგულირებელ ორგანოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
26 აგვისტო
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში შვედეთის ბირთვული მარეგულირებელი ორგანოს მხარდაჭერით სემინარი გაიმართა, რომელიც მაიონებელი გამოსხივების წყაროების მედიცინაში გამოყენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს მიეძღვნა.
მცირე ჰიდრო-ელექტროსადგურების განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
25 აგვისტო
„გერმანულ სახლში“ “სასოფლო განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოების ამაღლებისათვის მცირე ჰიდრო-ელექტროსადგურების განვითარების ხელშეწყობა სუფთა განვითარების მექანიზმის პროგრამული საქმიანობის საშუალებით” - პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
© 2009 ყველა უფლება დაცულია
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო