შიდა აუდიტის დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სისტემის შიდაუწყებრივი კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენას და მართვას, მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასებას, მართვისა და კონტროლის მექანიზმების სამინისტროს მიზნებთან თანხვედრის, ადეკვატურობის ანალიზს. სამსახურის ვალდებულებებში შედის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და დაწესებულებათა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლი, მოსამსახურეთა და დაწესებულებების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების და ხარვეზების რისკ-ფაქტორების გამოვლენა, ანალიზი და მათი პრევენციის მიზნით მიმართული მუშაობა.
მისამართი: თბილისი, ორთაჭალა, გ. გულუას ქუჩა N6
ტელ: (995 32) 272 72 17; (995 32) 272 72 18
