ნიადაგის დაცვა

საქართველო მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთს, აზერბაინჯანს, სომხეთს, თურქეთს და შავ ზღვას შორის. სანაპირო ზოლის სიგრძეა დაახლოებით 310 კმ; მიწის საზღვრის სიგრძეა 1838 კმ, რომელიც მოსაზღვრე ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირადაა განაწილებული: რუსეთთან საზღვრის სიგრძეა 894 კმ, აზერბაინჯანთან - 445 კმ, სომხეთთან - 224 კმ, თურქეთთან - 275 კმ. სულ საქართველოს სახელმწოფო საზღვრის სიგრძეა დაახლოებით 2148 კმ.

ნიადაგი არის სუბსტრატია, საიდანაც ადამიანი იღებს იმ ყველაფრის უდიდეს ნაწილს, რაც აუცილებელია მისი არსებობისათვის. ადამიანმა შეიძლება რაღაცეებზე თქვას უარი, მაგრამ საკვებს ვერ მოიკლებს. თითქმის ყოველგვარი საკვები კი ნიადაგიდან მოდის ან უშუალოდ უკავშირდება მას.

ნიადაგის დაცვა  ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის. ეს არის სახელმწიფოებრივი პრობლემა, რადგან საქართველოში, სადაც ნიადაგის დაბინძურების, ეროზიული პროცესების, ნიადაგის მეორადი დაჭაობებისა და დამლაშების, სასარგებლო წიაღისეულის და საშენი მასალების ღია წესით მოპოვების, ადამიანის არასწორი სამეურნეო მოქმედების შედეგად დიდია ნიადაგის დანაკარგები.

საქართველოს ტერიტორია მოიცავს 7628,4 ათას ჰექტარს, საიდანაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უჭირავს 3025,8 ათასი ჰექტარი (39,7%), აქედან: სახნავი: 801,8 ათასი ჰექტარი, მთელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის (26,5%), მრავალწლიანი ნარგავები - 263,5 ათასი ჰექტარი (8,7%), სათიბი - 143,8 ათასი ჰექტარი (4,8%), საძოვარი - 1796, 6 ათასი ჰექტარი (59,4%).

სასოფლო-სამეურნეო სავარგულში აღირიცხა აგრეთვე საკარმიდამო მიწაზე განლაგებული საცხოვრებელი, სამეურნეო შენობებით და ეზოებით დაკავებული 20,1 ათასი ჰექტარი (0,7%).

ქვეყნის ტერიტორიის 60,3% ანუ 4602,6 ათასი ჰექტარი დაკავებულია ტყე-ბუჩქნარით, წყლით, გზებით, შენობა-ნაგებობებით და სხვა გამოუყენებელი (კლდეები, ხრამები, ქვიშრობები, ეროზირებული დამეწყრილი, მყინვარები, სასაფლაოებით დაკავებული) ფართობებით.

ქვეყანაში მიწა განაწილებულია ორი ძირითადი ფორმით:
   I. კერძო საკუთრება 948,9 ათასი ჰექტარი, სადაც აღირიცხა მოქალაქეებზე რეფორმამდე არსებული საკარმიდამო კოლექტიური მებაღეობის მიწების ჩათვლით და რეფორმის შემდეგ მათზე დამატებით გადაცემული მიწის ფართობი სულ 934,3 ათასი ჰექტარი და ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან ყოფილ მოსარგებლეებზე კერძო საკუთრებად გამოცხადებული 14,6 ათასი ჰექტარი.

    II. სახელმწიფო საკუთრება 6679,5 ათასი ჰექტარი, აქედან:

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2822,3 ათასი ჰექტარი (აქ აღირიცხება სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო დაწესებულებები, საცდელ-სასელექციო სადგურები, სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, კოოპერატივები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, სააქციო საზოგადოებები, დამხმარე მეურნეობები და გლეხური, ფერმერული მეურნეობები),
  • არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ორგანიზაციები - 3857,2 ათასი ჰექტარი, საიდანაც:
    - დასახლებული პუნქტების (ქალაქის, დაბის და კურორტის დასახლების) 88,4 ათასი ჰექტარი;
    - დაცული ტერიტორიების - 300,7 ათასი ჰექტარი;
    - ტყის ფონდის - 2456,2 ათასი ჰექტარი;
    -მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, რადიომაუწყებლობის, ტელევიზიის, სხვა საინფორმაციო საშუალებების, ენერგეტიკის, თავდაცვის და სხვა დანიშნულების - 171,9 ათასი ჰექტარი;
    - რელიგიური ორგანიზაციების - 4,9 ათასი ჰექტარი;
     - წყლის ფონდის - 835,1 - ათასი ჰექტარი.

ამრიგად ქვეყნის მიწათსარგებლობა 7628,4 ათასი ჰექტარია.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის გაფუჭების ან დაზიანების ტენდენციის შემცირებისათვის საჭიროა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით დროებით სარგებლობის ვადის დამთავრების შემდეგ აღნიშნული მიწის რეკულტივაციის პირობების შესრულების მკაცრი კონტროლი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების დროს ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვისა და გამოყენების მოქმედი-საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის შექმნა და მათი მოთხოვნების აუცილებელ შესრულებაზე ზედამხედველობის გამკაცრება. 

გარემოსდაცვითი მიმართულებებით მიწისა და მიწის რესურსების მართვის ერთ-ერთ ღონისძიებად გასათვალისწინებელია მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირება, რისთვისაც აუცილებელია მიწის რესურსების მდგომარეობის შესწავლის, აღრიცხვის და ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავება და მისი პრაქტიკული განხორციელება შესაბამის უფლებამოსილ უწყებებთან ერთად.