გარემოს დაცვის მსოფლიო დღე საქართველოს რეგიონებში მასშტაბური ეკო-აქციებით აღინიშნა

2010-06-05

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე - 5 ივნისი - საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტროს დასავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლების ორგანიზებით ქუთაისში, კოლხურ ბოტანიკურ ბაღში ეკო-აქცია გაიმართა. ბოტანიკურ ბაღში 500-მდე ადამინი შეიკრიბა. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სკოლები, სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები. სკოლების წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადაეცათ, ხოლო სუფსის საჯარო სკოლა მამუკა ვეზდენის სახელობის პრიზით დაჯილდოვდა. ქუთაისში ჩატარებულ ღონისძიებაში ქუთაის-გაენათის ეპარქიის საგალობელო და ხალხურ სიმღერათა გუნდმა "კანდელმაც" მიიღო მონაწილეობდა.
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტის სტუდენტთა ნამუშევრების პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიებას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლებიც დაესწრნენ. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით ბაღის მეცნიერ-მუშაკთა ხელმძღვანელობით დათვალიერებული იქნა კოლხური ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები.
5 ივნისი რაჭაში დასუფთავების აქციებით აღინიშნა. ონის რაიონში, სოფ.უწერაში დასუფთავდა სკოლის ეზო, ეკლესიის და საკონსერვო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიები. სოფ. შოუბანში დასუფთავდა სოფლის ცენტრში მდებარე გმირთა წყარო და სკოლის მიმდებარე ტერიტორია. ამბროლაურის რაიონში დასუფთავდა ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია და გზა. სოფ. სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლემა მდინარე რიცეულას სანაპირო დაალაგეს. ლიხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ დასუფთავდა მდინარე ლუხუმის სანაპირო. სოფ. ჭესიში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან მდინარე რიონის სანაპირო გაიწმინდა. სოფ. თლუღის მოსწავლე-ახალგაზრდების მონაწილეობით დასუფთავდა თლუღის სატყეო უბანის ტყის ფართობი. რაიონულ ცენტრებში დასუფთავდა გაზონები და სკვერები.
დასუფთავების აქციების გარდა ამბროლაურის რაიონის საჯარო სკოლებში გარემოსდაცვით სკითხებზე ლექციები ჩატარდა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების აღმოსავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველოს ინიციატივით გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გორის კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყო დასუფთავების აქცია. სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად პარკის დასუფთავებაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ გორის კრივის სკოლის მოსწავლეებმა.

აღმოსავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველოს სპეციალისტებმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან წაიკითხეს საჯარო ლექცია თემაზე „თანამედროვე გლობალური ეკოლოგიური პრობლემები".
5 ივნისს ეკო-ტურები და დასუფთავების აქციები მოეწყო ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალას, ყაზბეგის ეროვნულ პარკებში, ლაგოდეხის, მარიამჯვრის, გარდაბნის, კინტრიშის, თუშეთის და ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე.
მტირალას ეროვნულ პარკში გაიმართა სემინარი და მოეწყო საგანმანათლებლო ტური, რომელშიც ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის 120 სტუდენტი და ეროვნული პარკების მიმდებარე სკოლების 120 მოსწავლე მონაწილეობდა.
კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში მოეწყობა კონფერენცია, რის შემდეგ 200-მდე მოსწავლემ დაასუფთავა ზღვის სანაპირო ზოლი და მონაწილეობა მიიღო ეკო-ტურში პალიასტომზე და მდინარე ფიჩორზე.
ქობულეთის ნაკრძალის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა ნახატების გამოფენა გარემოს დაცვის თემაზე და მოეწყო პრეზენტაციები, რომელშიც 60 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.