ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კოლხეთის ეროვნულ პარკში ღონისძიება გაიმართა

2013-02-06

ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით USAID - ის პროგრამამ ,,ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში'', რომელსაც ახორციელებს გლოუსის კონსორციუმი (GLOWS' Consortium), მოაწყო გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საველე ექსპედიცია პალიასტომის ტბაზე და კოლხეთის ეროვნულ პარკში. მასში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ფარგლებში დაარსებული ეკო-კლუბების წევრებმა.
ღონისძიება გახსნეს ამერიკის შერთებული შტატების საელჩოს მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ჩარლზ ვეტერმა, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა და USAID - ის გარემოს დაცვისა დაენერგეტიკის ოფისის დირექტორმა ჯილ კელიმ.
ეკო-კლუბების ეს შემეცნებითი ექსპედიცია ჩატარდა გარემოს დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ილიას უნივერსიტეტის ორნითოლოგების დახმარებით და მხარდაჭერით.
ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როცა საჯარო სკოლის ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებაში. ღონისძიების შედეგად ხობის და სენაკის 8 საჯარო სკოლის 24 მოსწავლემ მიიღო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მოცემულ საკითხებში.

Youtube Channel- ახალი ამბები