გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველო, წყლის რესურსების მართვის სამმართველო, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველო, ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილებების სამმართველო.
გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის კომპეტენციაა: საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა, ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშისა და ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობათა განხილვისა და დამტკიცების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო წყალსარგებლობის აღრიცხვა და ნორმირება, წყალდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და კოორდინაცია, წყლის სახელმწიფო კადასტრის, წყალსამეურნეო ბალანსების, წყლის კომპლექსური გამოყენებისა და დაცვის გენერალური სქემების შესადგენ სამუშაოთა ორგანიზება, წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმატივების განხილვისა და დამტკიცების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი რეალიზაციის უზრუნველყოფა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროებში საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება, გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა, ჰიდრომეტეორილოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია, საქართველოში კლიმატის ცვლილებების პრობლემებზე წარმოებულ სამუშაოთა სახელმწიფო რეგულირების, სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
მისამართი: თბილისი, ორთაჭალა, გ. გულუას ქუჩა N6
ტელ: (995 32) 272 72 26/27/28
