მინისტრის აპარატი
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს. აპარატის ამოცანებია მინისტრის სახელზე შემოსული კორესპონდენციის დროული მიწოდება, მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე კონტროლი, სამინისტროს ხელმძღვანელობის თათბირების ორგანიზება, თათბირის ოქმის შედგენა, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და მომზადება, სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირება, სამინისტროს ხელმძღვანელობის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადების ორგანიზება, სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა შესრულება, მინისტრის მრჩეველთა საქმიანობის ხელშეწყობა, მინისტრისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა. სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული კონკრეტული დავალებების შესრულება. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მისამართი: თბილისი, ორთაჭალა, გ. გულუას ქუჩა N6
ტელ: (995 32) 272 72 07
