საბავშვო ცენტრ „მულტი-პულტიში" გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძე ჟურნალ „პოპკორნის" პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების და განათლების დონის ამაღლებას.
გოგა ხაჩიძე კონკურსში „ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე“ მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს შეხვდა
გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე კასპის რაიონის სოფელ კავთისხევს ეწვია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიომრავალფეროვნების პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეხვდა.
გოგა ხაჩიძე გაეროს მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვის სამინისტროს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე რებეკა გრინსპანი, ევროპისა და დსთ-ს რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი კორი უდოვიჩკი და გაეროს ელჩი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი ეწვივნენ. ოფიციალურ დელეგაციას მინისტრმა გოგა ხაჩიძემ უმასპინძლა.
საქართველოში კლიმატის ცვლილების მდგომარეობის შესწავლის მიზნით 0,5 მლნ დოლარის ღირებულების პროექტი იწყება
გარემოს დაცვის სამინისტროში მინისტრი გოგა ხაჩიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკს შეხვდა, სადაც კლიმატის ცვლილების მიმართ ეროვნული შეტყობინების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
- თბილისი
- დღე
- 0°
- ღამე
- -5°
- ქუთაისი

- დღე
- +6°

- ღამე
- +1°
- ბათუმი

- დღე
- +12°

- ღამე
- +2°
- სოხუმი

- დღე
- +10°

- ღამე
- -1°
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მომზადდა "გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის: საქართველოს ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2012-2014"-ის პროექტი.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის რესურს ცენტრი (CRC) აცხადებს კონკურსს 2012 წლის გაზაფხულზე ერთკვირიან სესიებში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში გამარჯვებულთათვის გათვალისწინებულია ვიზიტი უნივერსიტეტში, სადაც საშუალება მიეცემათ დაამუშავონ სასწავლო პროგრამა და ისარგებლონ ბიბლიოთეკით.
,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის და "დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის (საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 23 სექტემბრის №667 ბრძანება) თანახმად.
გარემოს დაცვის სამინისტროსთან, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საერთაშორისო განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ღია საზოგადოების სტიპენდიების პროგრამა აცხადებს სასწავლო პროგრამას - "საჯარო მოხელეთა სასწავლო გრანტები 2012 - საქართველო".








