შეხვედრა ყაზახ დიპლომატთან

გარემოს დაცვის სამინისტროში გოგა ხაჩიძე საქართველოში ყაზახეთის საქმეთა დროებით რწმუნებულს ადილ ტურსუნოვს შეხვდა. ყაზახმა დიპლომატმა მხარი დაუჭირა გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივას საერთაშორისო კონფერენციის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით.

16.05.2012

საქართველოს ბანკი ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკს 122 ათასი ლარით დააფინანსებს

გარემოს დაცვის სამინისტროში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პატრონაჟის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. საქათველოს ბანკი ეროვნული პარკის ერთი წლის განამავლობაში მხარდაჭერის მიზნით „მომავლის ფონდის" მეშვეობით 122 ათასი ლარის დაფინანსებას გამოყოფს.

15.05.2012

მინისტრის ლექცია სტუდენტებისთვის და ვირტუალური მოგზაურობა აფრიკაში

გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით თიბისი გალერეაში მინისტრი გოგა ხაჩიძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდნენ.

12.05.2012

გოგა ხაჩიძის პერსონალური ფოტო-გამოფენა „HAKUNA MATATA“

გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით თიბისი გალერეაში მინისტრის პერსონალური ფოტო-გამოფენა და დოკუმენტური ფილმის „HAKUNA MATATA"-ს პრეზენტაცია გაიმართა.

09.05.2012
ყველა სიახლე>>  
  • 0
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
18 მაისი 2012
  • თბილისი
  • დღე
  • +25°
  • ღამე
  • +15°
  • ქუთაისი
  • დღე
  • +28°
  • ღამე
  • +18°
  • ბათუმი
  • დღე
  • +22°
  • ღამე
  • +16°
  • სოხუმი
  • დღე
  • +21°
  • ღამე
  • +14°
მთელი საქართველო - 2 დღის პროგნოზი >>
შეხვედრა "გარემოს დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონი "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომლითაც ცვლილებები შედის საქართველოს კანონში "გარემოს დაცვის შესახებ". იმის გამო, რომ ამ კანონის შესახებ საზოგადოებაში ვრცელდება ბევრი უზუსტობა, გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, დღეს, 21 მარტს, 18:00 საათზე ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს გარემოს დაცვის სამინისტროში აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ და ზუსტი ინფორმაციის მისაწოდებლად.

მასპინძელი ოჯახების შერჩევა ამერიკელი მოხალისეებისთვის

2012 წლის აპრილიდან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო უმასპინძლებს მშვიდობის კორპუსის 2 ამერიკელ მოხალისეს, რომლებიც იმუშავებენ გარემოსდაცვითი განათლების საკითხებზე. მოხალისეები იცხოვრებენ თბილისში, ერთი _ ექვსი თვის, ხოლო მეორე - 3-4 თვის განმავლობაში. გარემოს დაცვის სამინისტრო ეძებს დაინტერესებულ ოჯახებს, რომლებსაც სურთ, რომ უმასპინძლონ ამერიკელ მოხალისეებს.

ტენდერი პროექტის დოკუმენტის დაბეჭვდის მომსახურებაზე

გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს სამინისტროში მიმდინარე პროექტის "ქვეყნისათვის საჭირო ტექნოლოგიების შეფასება" საბოლოო დოკუმენტის დაბეჭვდის მომსახურებაზე.

„საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა“ (NEAP)

"საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა" (NEAP) 2012 წლის 24 იანვრის საქართველოს მთავრობის #127 განკარგულებით დამტკიცდა.

ყველა ტენდერი>>